არსებობს ღმერთი?

არსებობს ღმერთი? გვაქვს თუ არა მისი არსებობის რაიმე დამამტკიცებელი ნიშანი? მომდევნო სტრიქონები წარმოგიდგენთ გულწრფელ და მკაფიო მოსაზრებებს იმისათვის, რომ გვწამდეს ღმერთის არსებობა...

მერილინ ადამსონისგან

განა არ გსურთ, რომ ერთხელ მაინც იყოთ საგანი ვინმეს სიყვარულისა იმისათვის, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ღმერთი არსებობს? არანაირი ზეწოლა. არანაირი მტკიცებულებები, ~შენ მხოლოდ უნდა გწამდეს~. ძალიან კარგი, შევეცდებით შემოგთავაზოთ რამოდენიმე მტკიცებულება, რომლებიც წარმოაჩენენ იმას, რომ ღმერთი არსებობს.

თუმცა მოდით ჯერ განვსაზღვროთ შემდეგი. თუ პიროვნება ეწინააღმდეგება ღმერთის არსებობის თვით შესაძლებლობასაც კი, მაშინ ყოველი მტკიცებულება შესაძლოა რაციონალური გახდეს ანდა აიხსნას ასე თუ ისე. ეს ჰგავს იმას, რომ ვიღაც უარს ამბობს დაიჯეროს ის ფაქტი, რომ ადამიანები დადიოდნენ მთვარეზე. ამ შემთხვევაში ინფორმაციის არანაირი რაოდენობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ შეცვალოს მისი შეხედულება. მთვარეზე მოსიარულე ასტრონავტების (კოსმონავტების) ფოტოსურათები, ინტერვიუები მათთან, მთვარეზე არსებული კლდეები და ა.შ. მოკლედ ყოველგვარი მტკიცებულება იქნება უსარგებლო, რადგანაც ამ პიროვნებამ უკვე კარგა ხნის წინ დაასკვნა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მთვარეზე წასვლა.

როდესაც ეს გადადის ღმერთის არსებობის შესაძლებლობაზე, ბიბლია ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმარის მტკიცებულებებს ხედავენ, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ მათ აღიარებაზე და ღმერთზე არსებული ჭეშმარიტების დანახვაზე.1 მეორეს მხრივ კი მათთვის, ვისაც სურს იპოვოს ღმერთი, ის ამბობს, ~მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. ნაპოვნი ვიქნები თქვენს მიერ.~2 მანამდე სანამ მიმოიხილავთ იმ ფაქტებს, რომლებიც ღმერთის არსებობას შეეხება, შეეკითხეთ საკუთარ თავს: თუ მართლაც არსებობს ღმერთი, მსურს რომ ვიცნობდე მას? მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ჩვენს შემდგომ საუბარს...

1. არსებობს ღმერთი? ჩვენი პლანეტების განვითარების კომპლექსურობა და მათი მიმართება გონიერი დამგეგმავისადმი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა ჩვენი სამყარო, არამედ დღესაც მისი პატრონია, თვალნათლივ აჩვენებს ამას.

მრავალი რამ მიგვითითებს იმაზე, რომ ზემოთხსენებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით ღმერთის ჩანაფიქრისა და გეგმის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეთი დავკმაყოფილდებით:

დედამიწა....მისი ზომა სრულყოფილია. დედამიწის ზომა და მისი შესაბამისი გრავიტაცია დამყარებულია უპირატესად აზოტისა და ჟანგბადის გაზების თხელ ფენაზე, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან მხოლოდ 50 მილის დაშორებით ვრცელდება. დედამიწა უფრო პატარა რომ იყოს, მაშინ ატმოსფეროს არსებობა შეუძლებელი იქნებოდა პლანეტა მერკურის მსგავსად. და პირიქით თუ დედამიწა გაცილებით დიდი იქნებოდა მისი ატმოსფერო სავსე იქნებოდა თავისუფალი წყალბადით, პლანეტა იუპიტერის მსგავსად.3 ამრიგად მხოლოდ დედამიწაა ჩვენთვის ნაცნობი პლანეტებიდან ისეთი, სადაც ატმოსფერო აღჭურვილია ზემოთხსენებული გაზების ისეთი კომბინაციით, რომელიც განაპირობებს თავად პლანეტის, ცხოველთა სამყაროსა და ადამიანების არსებობის შესაფერის გარემოს.

დედამიწა მზიდან შესაბამის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი არსებობისათვის შესაფერისი ტემპერატურა -40დან +60 გრადუსია. დედამიწა უფრო შორს რომ იყოს მზიდან ყველანი გავიყინებოდით და პირიქით უფრო ახლოს რომ იყოს სიცხე დაგვწვავდა. დედამიწის პოზიციის ფრაქციონალური მერყეობაც კი მზესთან მიმართებაში შეუძლებელს გახდიდა სიცოცხლეს დედამიწაზე. ამიტომაც დედამიწა რჩება ამ სრულყოფილ დისტანციაზე მზისაგან თავის ორბიტაზე დაახლოებით 67 000 მილის სიჩქარით ბრუნვისას. ის თავისი ღერძის გარშემოც ბრუნავს, რაც შესაძლებლობას აძლევს მის ზედაპირს შესაფერისად გათბეს და გაცივდეს ყოველ დღე.

ჩვენი თანხლები მთვარეც ასევე სრულყოფილი ზომისაა და მისი დაშორებაც დედამიწიდან ზუსტად შეესაბამება მის გრავიტაციას. მთვარე განაპირობებს უმნიშვნელოვანეს მიმოქცევებსა და დინებებს ოკეანეებში, ასე რომ ეს უზარმაზარი წყლის მასა არ დგას ერთ ადგილზე და ამავე დროს არც წარხოცვით ემუქრება გაცილებით მცირე კონტინენტებს.4

წყალი....უფეროა, უსუნოა და თითქმის გემოც არ აქვს მაგრამ არცერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. მცენარეები, ცხოველები და ადამიანები უმეტესწილად წყალს შეიცავენ (ადამიანის სხეულის დაახლოებით ორი-მესამედი წყლისგან შედგება). თქვენ ნახავთ თუ რატომ არის წყლის თვისებები უნიკალური სიცოცხლის არსებობისათვის:

მას გააჩნია უჩვეულოდ მაღალი ასადუღებელი და გასაყინი წერტილები. წყალი გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ ტემპერატურული ცვალებადობის გარემოში, და ამავე დროს ინახავს ჩვენს სხეულს უცვლელად 37 გრადუსის ფარგლებში.

წყალი უნივერსალური გამხსნელია. წყლის თვისებები ნიშნავს იმას, რომ ქიმიკატების, მინერალებისა და მკვებავი ნივთიერებების ათასობით მოლეკულა მიტანილი იქნება ჩვენი სხეულის ყველა ადგილას და ამ მოლეკულებით გაჯერებული იქნება ჩვენი სისხლის უჯრედები.5

წყალი ქიმიურადაც ნეიტრალურია. მკვებავი სუბსტანციის დაუზიანებლად, წყალი განაპირობებს საკვების, წამლებისა და მინერალების შთანთქმასა და გამოყენებას ჩვენი სხეულისაგან.

წყალს გააჩნია უნიკალური ზედაპირული მოძრაობის უნარი. ანუ წყალს შეუძლია მცენარეებში იმოძრაოს ქვემოდან ზემოთ გრავიტაციის ძალის მიუხედავად და მათი არსებობისათვის აუცილებელი წყალი და მკვებავი ნივთიერებები მიაწოდოს თვით უმცირეს ყლორტებსაც კი.

წყალი იყინება ზემოდან ქვემოთ მაგრამ არა ბოლომდე, ამიტომაც თევზს შეუძლია გააგრძელოს თავისი ცხოვრება ზამთარშიც.

დედამიწის წყლების ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი ოკეანეებშია თავმოყრილი. მოგეხსენებათ რომ ეს წყლები მარილიანია, ამიტომაც დედამიწაზე არსებობს სისტემა, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ გამოყოს მარილი ამ წყლებიდან და შემდეგ გაავრცელოს ეს წყლები მთელი დედამიწის ზურგზე. ეს შემდეგნაირად ხდება. აორთქლება იღებს ოკეანის წყალს, რომლისგანაც უკვე გამოყოფილია მარილი, ყალიბდება ღრუბლები, რომლებიც ძალზე ადვილად გადაადგილდება იმ მიმართულებით საითაც უბერავს ქარი; შედეგად ირწყვება მიწა და თავის სასიცოცხლო ტენს ღებულობენ მცენარეები, ცხოველები და ადამიანები. ეს გახლავთ გასუფთავებისა და მომარაგების სისტემა, რომელიც ინახავს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე, წყლის აღდგენისა და მისი ხელმეორედ გამოყენების სისტემა.6

2. არსებობს ღმერთი? ადამიანის ტვინის აგებულება და სირთულე მიუთითებს გაცილებით მაღალ ინტელექტზე, რომელიც მისი შემოქმედია.

ადამიანის ტვინი... ერთდროულად ამუშავებს ინფორმაციის გასაოცარ რაოდენობას. თქვენი ტვინი აღიქვამს ყველა ფერსა და ობიექტს რასაც თქვენი თვალი ხედავს, აღიქვამს ტემპერატურას თქვენს გარშემო, შეიგრძნობს თქვენი სხეულის ორგანოების შეხებას საგნებთან, ესმის ბგერები რომლებიც თქვენს ყურს ხვდება, შეიგრძნობს თქვენი პირის სიმშრალეს, თქვენი კლავიატურის სტრუქტურასაც კი. თქვენი ტვინი მოიცავს ყველა თქვენს ემოციას, ფიქრს და ხსოვნაში დარჩენილ ამბებს. ამავე დროს თქვენი გონება აკონტროლებს თქვენი სხეულის მიმდინარე ფუნქციებს; მაგალითად თქვენს სუნთქვას, ქუთუთოების მოძრაობას, შიმშილის განცდას და კუნთების მოძრაობას თქვენს ხელებზე.

ადამიანის გონება ამუშავებს წამში მილიონ შეტყობინებაზე მეტს.7 თქვენი ტვინი განიხილავს მთელ ამ ინფორმაციას და გამოყოფს მათგან მნიშვნელოვანს, ხოლო უმნიშვნელოს ივიწყებს. ფილტრაციის ეს ფუნქციაა სწორედ ის, რაც გაძლევთ თქვენ იმის საშუალებას, რომ ეფექტურად იმოქმედოთ იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობთ. ტვინი, რომელიც უმკლავდება წამში დაახლოებით მილიონზე მეტ ინფორმაციას და იმავდროულად აანალიზებს მათ მნიშვნელობას და მიგითითებთ რეაგირება მოახდინოთ იმაზე, რომელიც სხვებზე ფასეულია... ამიტომაც საკითხავია, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის შედეგია ეს? მხოლოდ ბიოლოგიურად არის განპირობებული ის პროცესი, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს შესაფერის ქსოვილს, სისხლის მომოქცევას, ნერვულ ქსოვილებს, სტრუქტურას? ტვინის ფუნქციები არსებითად განსხვავდება სხვა ორგანოების ფუნქციებისაგან. მისი თვისებაა ინტელექტი, მისი თვისებაა უნარ-ჩვევები, მისი თვისებაა გრძნობების წარმოქმნა, ოცნება და დაგეგმვა, მოქმედება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. როგორ შეუძლია ვინმეს ახსნას ადამიანის ტვინის მსგავსი სირთულე?

3. არსებობს ღმერთი? ~შემთხვევითობა~ ანდა ~ბუნებრივი მიზეზები~ არასაკმარისი ახსნა-განმარტებაა.

ღვთის არსებობის ალტერნატივა შემდეგია: ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არსებობს გაჩნდა ბუნებრივი მიზეზების მოქმედებით ანდა შემთხვევითობით. თუ ვინმე აგორებს კამათელს და ჯდება ~დუშეში~, ეს ერთია. მაგრამ წერტილების გამოჩენა ცარიელ ქვაზე, სხვა რამეა. რაც პასტერმა სცადა დაემტკიცებინა საუკუნეების წინ, და რაზედაც მეცნიერება თანხმდება, არის ის, რომ სიცოცხლე ვერ აღმოცენდებოდა იმისაგან, რაც არ არის სიცოცხლე. საიდან გამოჩნდნენ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები; საიდან მოვიდა სიცოცხლე?

ამიტომაც, ბუნებრივი მიზეზები არაადექვატური ახსნა-განმარტებაა იმ უზუსტესი ინფორმაციის რაოდენობის ასახსნელად, რასაც ადამიანის დნმ შეიცავს. პიროვნება რომელიც უარყოფს ღმერთს რჩება მხოლოდ იმ დასკვნის ამარა, რომ ეს ყოველივე გაჩნდა მიზეზის, განსაზღვრულობის გარეშე და მხოლოდ კეთილი შემთხვევითობის წყალობით. ჩვენს ინტელექტს არ აკმაყოფილებს შემთხვევითობას მივაკუთვნოთ ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს და უზუსტესად ჩაფიქრებული რეალობაა.

4. არსებობს ღმერთი? როდესაც პიროვნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამტკიცებს იმას, რომ არ არსებობს ღმერთი, ის არად აგდებს მსოფლიოში მცხოვრები უამრავი ადამიანის განცდას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ღმერთის არსებობაში.

ეს არ არის იმისი მტკიცება, რომ თუ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას სწამს რაღაც, ეს რაღაც ჭეშმარიტებაა. მეცნიერებამ, ახალი აღმოჩენები გააკეთა სამყაროს შესახებ, ამან კი შეცვალა არსებული სიტუაცია. მაგრამ მიუხედავად მეცნიერული წინსვლისა, არც ერთ მეცნიერულ აღმოჩენას არ უტვირთია დაეთვალა რიცხობრივი ალბათობა ინტელექტური გონებისა რომელიც დგას ყოველივე ამის უკან. ფაქტია, რომ ადამიანურ სიცოცხლესა და სამყაროზე არსებული მეცნიერული აღმოჩენები, უფრო კომპლექსური და ზუსტია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს მეცნიერული აღმოჩენები უფრო მეტად გვაახლოვებს ინტელექტუალურ წყაროსთან ვიდრე გვაშორებს. თუმცა ობიექტური მტკიცებულებანი არ არის ყველაფერი.

არსებობს გაცილებით არსებითი საკითხი. ისტორიის მანძილზე, მილიონობით ადამიანს გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულება ღმერთის არსებობაზე – რაც მომდინარეობს მათი სუბიექტური, პერსონალური ურთიერთობებით ღმერთთან. მილიონობით მათგანს შეუძლია დეტალური ანგარიში მოგვცეს საკუთარი გამოცდილების შესახებ ღმერთთან მიმართებაში. ისინი მოგითხრობენ ნაპასუხებ ლოცვებზე და იმ საოცარ გზებზე, რა გზებითაც შეხვდა ღმერთი მათ გასაჭირებს, და წაუძღვა მნიშვნელოვანი პერსონალური გადაწყვეტილებებისაკენ. ისინი შემოგთავაზებენ არა მხოლოდ საკუთარი რწმენა-წარმოდგენების აღწერას, არამედ დაწვრილებით მოგითხრობენ ღმერთის ჩარევაზე და მოქმედებაზე მათ ცხოვრებაში. მრავალი მათგანი დარწმუნებულია რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და ერთგულებით წარმოაჩენს საკუთარ თავს მათდამი დამოკიდებულებაში. თუ თქვენ სკეპტიკოსი ბრძანდებით, შეგიძლიათ ხელაღებით თქვათ, რომ: ~მე აბსოლუტურად სწორი ვარ და ყველა მათგანი ცდება ღმერთთან მიმართებაში~-ო?

5. არსებობს ღმერთი? ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს რადგანაც ის გვეძებს ჩვენ. ის განუწყვეტლივ აღიძვრის და გვეძებს და უნდა რომ მასთან დავბრუნდეთ.

მე ათეისტი გახლდით ერთ დროს. და ათეისტთა უმრავლესობის მსგავსად, ღვთის მორწმუნე ადამიანების საკითხი ძალზე მაღიზიანებდა. რა შეიძლება ითქვას; ჩვენ ათეისტები ხომ ამდენ დროს, ყურადღებასა და ენერგიას ვხარჯავთ იმის უარსაყოფად, რაც როგორც მიგვაჩნია არც არსებობს?! რა აღგვძრავს ამის საკეთებლად? როდესაც ათეისტი ვიყავი მიმაჩნდა, რომ ვზრუნავდი ამ საწყალ და უბედურ ადამიანებზე... ვცდილობდი დავხმარებოდი მათ იმის გაცნობიერებაში, რომ მათი იმედი სრულიად უსაფუძვლოა. პატიოსნად რომ ვთქვა, სხვა მოტივიც გამაჩნდა. როდესაც სასაუბროდ ვიწვევდი მათ ვისაც ღმერთი სწამდა, ცნობისმოყვარეობა თან მდევდა ამ დროს; თუ შესძლებდნენ ისინი ჩემს დარწმუნებას სხვანაირად. ჩემი ძიების ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ განვთავისუფლებულიყავი ღმერთის საკითხისაგან. თუ მე საფუძვლიანად დავარწმუნებდი მორწმუნეებს, რომ ისინი ცდებოდნენ, მაშინ საკითხი მოგვარდებოდა და მე თავისუფალი ვიქნებოდი, რომ მიმეხედა ჩემი ცხოვრებისათვის.

მე ვერ წარმომედგინა, რომ ეს თემა ასე მძიმედ იმიტომ აწვებოდა ჩემს გონებას, რომ თავად ღმერთი წარმართავდა საკითხს. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღმერთს სურდა ცნობილი გამხდარიყო. მართლაც, მან ჩვენ იმ განზრახვით შეგვქმნა, რომ ვიცნობდეთ მას. მან გარშემოგვარტყა თავისი არსებობის დამადასტურებელი მკაფიო ფაქტები და ის მუდამ სვამს კითხვას თავისი არსებობის შესახებ ჩვენს წინაშე. ეს იმას ჰგავდა თითქოსდა მე არ შემეძლო გავქცეოდი ფიქრს ღმერთის არსებობის შესახებ. ფაქტია, რომ იმ დღეს როდესაც მე ვარჩიე მეღიარებინა ღმერთის არსებობა, ჩემი ლოცვა დაიწყო ასე, ~კარგი, შენ გაიმარჯვე...~ შესაძლოა ათეისტების შეშფოთების უმთავრესი მიზეზი ღვთის მორწმუნე ადამიანებით არის ის, რომ ღმერთი აქტიურად ცდილობს მათ მოძებნას (მოხელთებას).

მხოლოდ მე არ ვარ ის, ვინც თავის თავზე განიცადა ეს. მალკოლმ მუგერრიჯმა, სოციალისტმა და ფილოსოფოსმა ავტორმა, ასეთი სიტყვები თქვა, ~მე მეჩვენებოდა რომ როგორღაც, გონების მიღმა, მეძებდნენ და მიხელთებდნენ.~ კ. ლ. ლუისი კი იხსენებდა, ~...ღამე ღამეს მისდევდა, და როდესაც ჩემი გონება წამით მოიცლიდა იმისათვის, რომ სამუშაოსაგან თავი აეწია, უცვლელსა და მუდმივ შემოტევას ვგრძნობდი მისგან, ვისთანაც ძალიან არ მსურდა შეხვედრა. ბოლოს დავყარე ფარ-ხმალი და ვაღიარე რომ ღმერთი ღმერთია, მუხლი მოვიყარე და ვილოცე: შესაძლოა, იმ ღამეს იყო ყველაზე მწუხარე და იძულებითი მოქცევა მთელ ინგლისში.~

შემდეგ ლუისმა დაწერა წიგნი, რომელსაც ერქვა, ~სიხარულით თავბრუდახვეული~. ეს იყო შედეგი ღმერთის გაცნობისა. მეც არ მქონია სხვა მოლოდინი, ვიდრე ის, რომ კანონიერად მეღიარებინა ღმერთის არსებობა. და შემდეგი რამდენიმე თვის მანძილზე, საოცრად და ძალუმად განვიცდიდი მის სიყვარულს ჩემდამი.

6. არსებობს ღმერთი? ღვთის ყველა სხვა გამოცხადებისაგან განსხვავებით, იესო ქრისტე არის უცხადესი და ყველაზე სპეციფიური სურათი ღვთისა, რომელიც გვეძებს ჩვენ.

რატომ იესო? გადახედეთ მთავარ მსოფლიო რელიგიებს და თქვენ ნახავთ, რომ ბუდაც, მუჰამედიც, კონფუციც და მოსეც თავის თავს უწოდებდნენ ან მოძღვრებს ან წინასწარმეტყველებს. არც ერთ მათგანს არ გაუთანაბრებია თავი ღმერთთან. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, იესო ამას აკეთებდა. ეს არის სწორედ ის რითაც იესო განსხვავდება მათგან. მან თქვა რომ ღმერთი არსებობს და რომ თქვენ ახლა მას ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ის საუბრობდა თავის ზეციერ მამაზე, ამ საუბარში არანაირი მინიშნება არ ყოფილა განცალკევებაზე; პირიქით ლაპარაკი იყო მჭიდრო კავშირზე, რომელიც უნიკალური გახლდათ მთელი კაცობრიობისათვის. იესომ თქვა, რომ ყოველი ვინც მას ხედავს, ხედავს ზეციერ მამას, და ყოველი ვისაც მისი სწამს, სწამს ზეციერი მამისა.

მან თქვა, ~მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.~8 ის აპელირებდა იმ ატრიბუტებზე, რომლებიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის: ადამიანებისათვის მათი ცოდვების მიტევებაზე, ცოდვისაკენ მიდრეკილებისაგან მათ განთავისუფლებაზე, ადამიანებისათვის უფრო უხვი ცხოვრების მიცემაზე და მათთვის საუკუნო სიცოცხლის ჩუქებაზე ზეცაში. სხვა მოძღვრებისაგან განსხვავებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ყურადღება გაემახვილებინათ მათ სიტყვებზე, იესო მიუთითებდა მათ ყურადღება მასზე გაემახვილებინათ. მას არ უთქვია: ~მისდიეთ ჩემს სიტყვებს და თქვენ იპოვით ჭეშმარიტებას.~ მან თქვა, ~მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ.~9

რა მტკიცებულებები წარმოადგინა იესომ თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად? ის აკეთებდა იმას, რასაც ადამიანები ვერ აკეთებდნენ. იესო სასწაულებს ახდენდა. ის ადამიანებს კურნავდა... კურნავდა ბრმებს, ხეიბრებს, ყრუ-მუნჯებს, ერთი-ორი ადამიანი მკვდრეთითაც კი აღადგინა. მას ჰქონდა ხელმწიფება საგნებზე... მას შეეძლო შეექმნა საკვები ფაქტობრივად არაფრისაგან, იმდენი საკვები, რომ ყოფნოდა რამდენიმე ათას ადამიანს. ის ათვინიერებდა ბუნების ძალებს... დადიოდა ზღვის ტალღებზე, უბრძანებდა აზვირთებულ და აბობოქრებულ ტალღებს დაწყნარებულიყვნენ და ამას მეგობრებისათვის აკეთებდა. ადამიანები ყოველთვის უკან დასდევდნენ იესოს, რადგანაც ის ყოველთვის ცდილობდა მათ დახმარებას და მათთვის ხშირად სასწაულებს ახდენდა. ის ამბობდა, თუ თქვენ არ გინდათ დაუჯეროთ ჩემს სიტყვებს, მაშინ იმ საქმეებს მაინც დაუჯერეთ რომელსაც მე ვაკეთებო.10

იესო ქრისტემ დაგვანახა სულგრძელი და მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც იცის ჩვენი აღძვრები და სისუსტეები, და მაინც სურს ურთიერთობა ჩვენთან. იესომ გამოაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ჩვენ ცოდვილებად გვთვლის და ამდენად დასჯის ღირსად; მისმა სიყვარულმა მაინც იუხვა და ის მოვიდა ჩვენთან განსაკუთრებული გეგმით. ღმერთმა თავად მიიღო ადამიანის სახე და საკუთარ თავზე აიღო სასჯელი ჩვენი ცოდვისა. სასაცილოდ ჟღერს არა? შესაძლოა, მაგრამ გაიხსენეთ, რომ მრავალი მოსიყვარულე მამა სიხარულით გაუცვლიდა ადგილს თავის საკუთარ შვილს სნეულების სარეცელზე თუ კი ისინი ამას შესძლებდნენ. ბიბლია ამბობს, რომ მიზეზი რისთვისაც ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი არის ის, რომ მან პირველად შეგვიყვარა ჩვენ.

იესო მოკვდა ჩვენს ადგილას, ჩვენ რომ ნაპატიებლები ვყოფილიყავით. კაცობრიობისათვის ნაცნობი ყველა რელიგიიდან, მხოლოდ იესოში ვხედავთ ჩვენ ღმერთის სწრაფვას კაცობრიობისაკენ, ვხედავთ გზას იმისათვის რომ გვქონდეს ურთიერთობა მასთან. იესომ დაგვანახა ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც ეხმაურება ჩვენს გასაჭირებს და გვიზიდავს საოცარი ძალით. იესოს სიკვდილისა და აღდგომის გამო, ის გვთავაზობს ახალ სიცოცხლეს დღეს. ჩვენ შეგვიძლია ნაპატიებლები ვიყოთ, შეგვიძლია მთლიანად ვიყოთ მიღებული ღვთისაგან და ვიყოთ მისი სიყვარულით დაცულნი. ის ამბობს, ~საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით.~11 აი ეს არის ღმერთი მოქმედებაში.

არსებობს ღმერთი? თუ გსურს ამისი გაგება გამოიკვლიე იესო ქრისტე. ჩვენ გვეთქვა: ~რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.~12

ღმერთი არ გვაძალებს რომ ვირწმუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს შეუძლია. ამის ნაცვლად, ის გვთავაზობს საკმაო მტკიცებულებებს თავისი არსებობის საჩვენებლად იმისათვის, რათა საკუთარი ნებით ვუპასუხოთ მას. დედამიწის უზუსტესი მანძილი მზიდან, წყლის უნიკალური ქიმიური თვისებები, ადამიანის ტვინი, დნმ, იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ პირადად იცნობენ ღმერთს, ჩვენი გულებისა და გონების დუღილი ღმერთის განსასაზღვრად და მოსაძიებლად, თავად სურვილი ღვთისა, რომ იყოს შეცნობილი ადამიანებისაგან იესო ქრისტეს მეშვეობით. თუ თქვენ გესაჭიროებათ იცოდეთ უფრო მეტი იესოზე და მიზეზებზე, რომ გწამდეთ ის, გთხოვთ იხილოთ: თემა ბრმა რწმენის მიღმა.

თუ გსურთ ახლავე დაიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან, თქვენ შეგიძლიათ.

ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, არანაირი ძალდატანება. მაგრამ თუ გსურთ იყოთ მიტევებული ღვთისაგან და დაიწყოთ ურთიერთობა მასთან, თქვენ შეგიძლიათ ამისი გაკეთება ახლავე იმით, რომ სთხოვოთ მას მოგიტევოთ და შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. იესომ თქვა: ~აჰა, ვდგავარ კართან [თქვენი გულის კართან] და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.~13 თუ გინდათ ამისი გაკეთება, მაგრამ არა ხართ დარწმუნებული როგორ უნდა გამოთქვათ ეს, შეიძლება ეს ტექსტი დაგეხმაროთ: ~იესო, მადლობა იმისათვის, რომ მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის. შენ იცი ჩემი ცხოვრება და იცი ისიც, რომ მე პატიება მჭირდება. გთხოვ ახლავე მაპატიო და შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში. მინდა რომ გიცნობდე და გენდობოდე. ახლავე შემოდი ჩემს ცხოვრებაში. მადლობა იმისათვის, რომ გინდა ურთიერთობა ჩემთან. ამინ.~

ღმერთი შენს ურთიერთობას მასთან მუდმივად თვლის. გულისხმობდა რა ყველას ვისაც სწამს მისი, იესო ქრისტემ თქვა ჩვენზე, ~...მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან; მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.~14

ამრიგად, არსებობს ღმერთი? ხედავს რა ყველა ამ ფაქტს, ადამიანს შეუძლია დაასკვნას, რომ მოსიყვარულე ღმერთი არსებობს და შესაძლოა შეცნობილი იქნეს შინაგანად, პერსონალური გზით. თუ გესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია იესოს მტკიცებულებაზე მისი ღვთაებრიობის შესახებ, ანდა ღმერთის არსებობის შესახებ, ანდა გაქვთ მსგავსი მნიშვნელოვანი კითხვები, გთხოვთ მოგვწეროთ.

ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...

ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...

მე მაქვს შეკითხვა...

ავტორის შესახებ: როგორც ყოფილ ათეისტს მერილინ ადამსონს უჭირდა უკუეგდო ფაქტები თავისი ახლო მეგობრის ცხოვრებიდან; ეს ფაქტები კი შეეხებოდა ნაპასუხებ ლოცვებს და სავსე, შინაარსიან ცხოვრებას. თავისი მეგობრის შეხედულებების მიმოხილვისას, მერილინი გაოცებული იყო, როდესაც ხედავდა ღმერთის არსებობასთან დაკავშირებულ ობიექტური მონაცემების სიუხვეს. დაახლოებით ერთწლიანი ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მან უპასუხა ღმერთის ძახილს და მიიწვია ის თავის ცხოვრებაში და აღმოაჩინა, რომ მისი (ღმერთის) რწმენა მუდმივად ძლიერდებოდა და სულ უფრო და უფრო სასარგებლო ხდებოდა.

(1) რომაელთა 1:19-21
(2) იერემია 29:13-14
(3) რ.ე.დ. კლარკი, შექმნა (ლონდონი: ტინდეილ პრესს, 1946), გვ. 20
(4) ღვთის ქმნილების სასწაულები, მეცნიერების მუდის ინსტიტუტი (ჩიკაგო, ჳლ)
(5) ჳბიდ.
(6) ჳბიდ.
(7) ჳბიდ.
(8) იოანე 8:12
(9) იოანე 14:6
(10) იოანე 14:11
(11) იერემია 31:3
(12) იოანე 3:16
(13) გამოცხადება 3:20
(14) იოანე 10:27-28

გადააგზავნე ეს გვერდი