პასუხობს თუ არა ღმერთი ჩვენს ლოცვებს?

რა “უჯდება” ღმერთს ის, რომ უპასუხოს ჩვენს ლოცვებს?

როგორ უნდა ვილოცოთ: ლოცვები, რომლებიც ნაპასუხები იქნა

ოდესმე გცოდნია ვინმე, რომელიც სინამდვილეში ენდობა ღმერთს? როდესაც მე ათეისტი ვიყავი, ერთი კარგი მეგობარი მყავდა, რომელიც ხშირად ლოცულობდა. ის ყოველ კვირა მეუბნებოდა იმის შესახებ, რის შესახებაც ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა. და მეც ყოველ კვირა ვხედავდი რაღაც უჩვეულოს, რითაც ღმერთი პასუხობდა მის ლოცვებს. წარმოგიდგენიათ რა ძნელია ათეისტისათვის აკვირდებოდეს ასეთ კვირეებს? და მართლაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აპელირება იმის შესახებ, რომ ეს ყოველივე დამთხვევის ბრალია, ძალიან სუსტ არგუმენტად ჩანს.

ასე რომ საკითხავია, რატომ პასუხობდა ღმერთი ჩემი მეგობრის ლოცვებს? უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა ღმერთთან. მას სურდა ღმერთის გზით ევლო. და ის ფაქტობრივად ასრულებდა იმას, რასაც ღმერთი ამბობდა. მისი აზრით, ღმერთს ჰქონდა უფლება განეკარგა მისი ცხოვრება, და ეს მას ძალიან ახარებდა! როდესაც ის ლოცულობდა რაიმესათვის, ეს გახლდათ ღმერთთან მისი ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილი. ის ძალიან კარგად გრძნობდა თავს მაშინ, როდესაც ღმერთთან მიდიოდა თავისი გასაჭირების, საზრუნავის და საერთოდ ყველა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩნდებოდა მის ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ის დარწმუნებული იყო, რომ ბიბლიაში წაკითხულის მსგავსად, ღმერთს სურდა ის მასზე ყოფილიყო მინდობილი.

მისთვის სრულიად ცხადი იყო ის, რასაც ბიბლიის ეს მუხლი ამბობს: “და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.”1 “რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ...”2

ასე რომ, რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველას ლოცვებს?

ეს შესაძლოა იმიტომ ხდებოდეს, რომ მათ არა აქვთ ურთიერთობა ღმერთთან. მათ შესაძლოა იცოდნენ, რომ ღმერთი არსებობს, და ისიც კი დასაშვებია, რომ დრო და დრო ისინი თაყვანს სცემდნენ მას. მაგრამ მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ღმერთი არასოდეს არ პასუხობს მათ ლოცვებს, შესაძლოა არა აქვთ ურთიერთობა მასთან. უფრო მეტიც, მათ ალბათ არასოდეს მიუღიათ ღმერთისგან მათი ცოდვების სრული მიტევება. როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს? შემოგთავაზებთ ახსნას. “აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს! რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა!”3

სავსებით ბუნებრივია შეიგრძნო მსგავსი გამოყოფა ღმერთისგან. როდესაც ადამიანები ღმერთს ევედრებიან რაიმესათვის, საკითხავია, როგორ იწყებენ ისინი ლოცვას? დაახლოებით ასე, “ღმერთო, მე მართლაც მჭირდება შენი დახმარება ამ პრობლემის მოსაგვარებლად...” შემდეგ პაუზაა, ახალი ფრაზების წინ...”მე ვაცნობიერებ, რომ არა ვარ სრულყოფილი პიროვნება, რომ მე ფაქტობრივად არა მაქვს უფლება გთხოვო ამის შესახებ...” შემდეგ ჩანს პირადი ცოდვებისა და მარცხის გაცნობიერება. პიროვნება ხედავს იმასაც, რომ ეს ყოველივე ღმერთმაც კარგად იცის. ჩნდება შეგრძნება, “ვის ვატყუებ?” ის რაც მათ შეიძლება არ იცოდნენ შემდეგია: თუ როგორ შეუძლიათ ღვთის მიტევება მიიღონ მათ მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის. მათ შეიძლება არ იცოდნენ ის, რომ შეუძლიათ შევიდნენ ურთიერთობაში ღმერთთან და რომ ღმერთი მოუსმენს მათ. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ღმერთმა უპასუხოს შენს ლოცვებს.

როგორ უნდა ილოცო: საფუძველი

უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყო ურთიერთობა ღმერთთან. წარმოიდგინეთ რომ რომელიმე ბიჭი, რომელსაც სახელად მაიკლი ჰქვია, გადაწყვეტს სთხოვოს პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტს (რომელსაც მაიკლი საერთოდ არ იცნობს) ერთობლივად მოაწერონ ხელი მისთვის განკუთვნილი მანქანის შესასყიდი სესხის დოკუმენტს. მაიკლს არანაირი შანსი არა გააჩნია იმისათვის, რომ ეს მოხდეს. (ჩვენ ცხადია უნდა ვივარაუდოთ ის, რომ პრინსტონის უნივერისტეტის პრეზიდენტი არ არის სულელი). არადა, თუ ამ კაცს ამ საქმის გაკეთებას თავისი საკუთარი ქალიშვილი სთხოვს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. საურთიერთობო საკითხებია.

ღმერთთანაც ასეა, როდესაც პიროვნება ღმერთის შვილია, როდესაც პიროვნება ეკუთვნის ღმერთს, ის იცნობს მათ და ისმენს მათ ლოცვებს. იესომ თქვა: “მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,... ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.... მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.”4

და როდესაც ის (პიროვნება) შემდგომ ღმერთთან მიდის; დავსვათ კითხვა: მართლაც იცნობ მას და მართლა გიცნობს ის შენ? გაქვს თუ არა ურთიერთობა მასთან, რაც აძლევს უფლებას ღმერთს უპასუხოს შენს ლოცვებს? იქნებ ღმერთი შორს არის, იქნებ მხოლოდ კონცეფციაა შენს ცხოვრებაში? თუ ღმერთი შორსაა, ანდა დარწმუნებული არა ხარ რომ იცნობ მას, ამ შემთხვევაში აქ იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიწყო ურთიერთობა ღმერთთან სწორედ ახლა: კავშირის მიღება.

უპასუხებს თუ არა ღმერთი თქვენს ლოცვებს?

მათთვის, ვინც იცნობს და ენდობა მას, იესო საოცრად დიდსულოვანი ჩანს თავის შეთავაზებაში: “თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.”5 “მასში დარჩენა” და მისი სიტყვების დარჩენა მათში ნიშნავს იმას, რომ ისინი თავის ცხოვრებას მისი შემეცნებით, მისდამი მინდობით, მისი მოსმენით განაგრძობენ. რასაც მოსდევს ის, რომ მათ შეუძლიათ სთხოვონ მათ ის, რაც სურთ. აქ არის კიდევ ერთი განმსაზღვრელი: “და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვითხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.”6 ღმერთი ჩვენს ლოცვებს თავისი ნების შესაბამისად (თავისი სიბრძნის, ჩვენდამი მისი სიყვარულის, თავისი სიწმიდის და ა.შ.) პასუხობს.

ჩვენ ვცხოვრობთ და მიგვაჩნია, რომ ვიცით ღმერთის ნება, რადგანაც საგანები აზრს იძენენ ჩვენთვის! ჩვენ ვუშვებთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი “პასუხი”, რომელიმე სპეციფიურ ლოცვაზე, ვუშვებთ რა რომ ეს იქნება ღმერთის ნება. და ეს არის სწორედ ის სფერო, სადაც მას უმართლებს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც დროც შეზღუდულია და ცოდნაც. ჩვენ მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს სიტუაციაზე და ამ სიტუაციაზე ჩვენი მოქმედების მომავალ შედეგებზეც. ღმერთის ცოდნა შეუზღუდავია. თუ როგორ მოქმედებს რომელიმე მოვლენა ცხოვრების ანდა ისტორიის მსვლელობაზე, სწორედ ისაა რაც მხოლოდ მან იცის. და შესაძლოა მას ჰქონდეს გაცილებით დიდი მიზნები, რომელთა წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია. ასე რომ, ღმერთი რა თქმა უნდა არ აპირებს გააკეთოს რაიმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს მისი ნება.

რას მოითხოვს ეს? რისკენ არის ღმერთი მიდრეკილი რომ გააკეთოს?

შესაძლოა მრავალი რამ დაიწეროს იმასთან დაკავშირებით თუ რა ზრახვები აქვს ღმერთს ჩვენდამი. მთელი ბიბლია სავსეა ურთიერთობათა იმ სახეების აღწერით, რომლებიც ღმერთს უნდა, რომ განვიცადოთ მასთან ურთიერთობაში და ცხოვრების იმ მიმართულებების აღწერით, რომლებიც მას უნდა რომ მოგვცეს. აქ მხოლოდ რამდენიმე მაგალითია:

“... ამიტომ უფალი დროს უცდის, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ მაღლდება, რომ შეგიბრალოთ. რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე.”7 დაიჭირე აზრი? ვინმეს მსგავსად, რომელიც სკამიდან დგება და მოდის შენს დასახმარებლად, “ამიტომ მაღლდება, რომ შეგიბრალოთ.” “უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.”8 “ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.”9

მიუხედავად ამისა, ღმერთის სიყვარულისა და ვალდებულების უდიდესი გამომჟღავნება შენდამი შემდეგია: იესომ თქვა: “იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.”10 ანუ ის რაც იესომ გააკეთა ჩვენთვის. და შემდეგ: “...თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?”11

რა შეიძლება ვთქვათ “პასუხგაუცემელ” ლოცვაზე?

ადამიანები მართლაც ხდებიან ავად, კვდებიან კიდეც; ფინანსური პრობლემებიც ნამდვილია, და ათასნაირ ძნელ სიტუაციებშიც ხშირად ვხვდებით. რაღა ვქნათ მაშინ?

ღმერთი გვეუბნება, რომ მას მივანდოთ ჩვენი საზრუნავები. მაშინაც კი თუ სიტუაცია უიმედო გვეჩვენება, “თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.”12 გარემოებები შეიძლება უკონტროლოდ გამოიყურებოდეს, თუმცა ასე არ არის. როდესაც ისე ჩანს თითქოს მთელი მსოფლიო იშლება, ღმერთს შეუძლია შეგვინახოს ერთად. ეს ის პერიოდია, როდესაც პიროვნება შესაძლოა უზომოდ მადლიერი იყოს, რომ ისინი იცნობენ ღმერთს. “...ახლოა უფალი. არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.”13 ღმერთს შეუძლია დაგეხმაროთ დასკვნების, გადაწყვეტილებების მიღებაში იმ გზასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს წარმოსახვას აღემატება. ალბათ ყველა ქრისტიანს შეუძლია ჩამოთვალოს ამისი მსგავსი მაგალითები თავისი საკუთარი ცხოვრებიდან. მაგრამ თუ გარემოებები ხელს არ გვიწყობს, ღმერთს კვლავ შეუძლია მოგვცეს თავისი მშვიდობა ამ გარემოებების შუაგულში. იესომ თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.”14

სწორედ მაშინ (როდესაც გარემოებები გამოუვალი ჩანს), ღმერთი გვთხოვს მივენდოთ მას – რომ “ვიაროთ რწმენით, და არა ხილვით”, როგორც ბიბლია ამბობს. თუმცა ეს არ არის ბრმა რწმენა. ეს დაფუძნებულია ღმერთის ბუნებაზე. მანქანა, რომელიც მოძრაობს ოქროს კარიბჭის ხიდზე, დაცულია ხიდის მთლიანობით. სულ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ფიქრობს ანდა განიცდის მძღოლი, ანდა მასლაათობს თუ არა ვინმე გვერდით მჯდომთან. ის რასაც მშვიდობიანად გადაჰყავს მანქანა მეორე მხარეს არის ხიდის მთლიანობა, რასაც ენდობა მძღოლი.

ასეთნაირადვე, ღმერთი გვთხოვს მივენდოთ მის სისავსეს, მის ხასიათს... მის თანაგრძნობას, სიყვარულს, სიბრძნეს, სიმართლეს. ის ამბობს: “საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე... ამის გამო მიგიზიდე წყალობით.”15 “მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.”16

შეჯამება.... როგორ უნდა ვილოცოთ

ღმერთი შეგვპირდა, რომ უპასუხებს ჩვენს ლოცვებს (იმათ ლოცვებს, რომლებმაც მიიღეს ის თავიანთ გულებში და ცდილობენ მისი მცნებების დაცვას). ის გვთხოვს ყოველი საზრუნავი მას მივანდოთ ლოცვაში და გვპირდება, რომ თავისი ნების შესაბამისად იმოქმედებს და გვიპასუხებს ლოცვებზე. როდესაც ვაწყდებით სიძნელეებს, მას უნდა მივანდოთ ჩვენი საზრუნავი და მივიღოთ მისგან მშვიდობა, რომელიც ეწინააღმდეგება გარემოებებს. ჩვენი იმედისა და რწმენის საფუძველი არის თავად ღმერთის ბუნება. რაც უფრო უკეთ ვიცნობთ მას, მით უფრო ვიძენთ იმის უნარს, რომ მივენდოთ მას.

ღმერთის ხასიათზე უფრო მეტი ინფორმაცია, იხილეთ სტატიაში “ვინ არის ღმერთი?” ან ვებ-გვერდის სხვა სტატიებში. ჩვენი ლოცვების მიზეზი ღმერთის ხასიათია. პირველი ლოცვა, რომელსაც ღმერთი პასუხობს არის ის ლოცვა, რომელი ლოცვითაც იწყებთ ურთიერთობას ღმერთთან.

სტატია მერილინ ადამსონისგან

(1) 1 იოანე 5:14
(2) 1 პეტრე 3:12
(3) ესაია 59:1,2
(4) იოანე 10:14, 27-28
(5) იოანე 15:7
(6) 1 იოანე 5:14,15
(7) ესაია 30:18
(8) ფსალმუნები 17:31
(9) ფსალმუნები 146:11
(10) იოანე 15:13
(11) რომაელთა 8:32
(12) 1 პეტრე 5:7
(13) ფილიპელთა 4:5-7
(14) იოანე 14:27
(15) იერემია 31:3
(16) ფსალმუნები 61:9

როგორ დავიწყოთ ურთიერთობა იესოსთან

გაქვთ შეკითხვა?

გადააგზავნე ეს გვერდი