რატომ უნდა ვეძებოთ ის ღმერთი, რომელიც ბიბლიაშია გამოცხადებული.

ადამიანური ბუნება წააგავს თავისი საკუთარი “ღმერთის” ძიების პროცესს. რატომ უნდა ვეძებოთ ის ღმერთი, რომელიც ბიბლიაშია გამოცხადებული?

მრავალი ჩვენგანი გონებით ღმერთის “იდეალს” ატარებს. შესაძლოა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთი უნდა იყოს ძლიერი, შემძლე იმისა, რომ იფიქროს და იზრუნოს ჩვენზე. ამიტომაც ის თვისებები, რომლებზეც ახლა ვილაპარაკებთ საკმარისი იქნება იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორ ღმერთზე გველაპარაკება ბიბლია.

1. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც შეუდარებლად დიდებულია ვიდრე ჩვენ

კაცობრიობამ მიმდინარე წლებში დიდი ნაბიჯები გადადგა განვითარების გზაზე. ჩვენ გაცილებით მეტ ხანს შეგვიძლია სიცოცხლე, ვიდრე ამას ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ, შეგვიძლია ბგერაზე მეტი სიჩქარით ვიფრინოთ, შეგვიძლია მსოფლიოს მივწვდეთ კომპიუტერის კლავიატურიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს განვიცდით ზოგიერთი მიმართულებით, ვხედავთ იმასაც რომ მრავალი მიმართულებით ჩვენი სვლა რეგრესულია. ყოველ ათწლეულში, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება სამართალდარღვევების რიცხვი, იზრდება გაყრათა რაოდენობა, და თვითმკვლელობები მოზარდთა შორის. მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანი ავადდება შიდსით. ასეულ მილიონობით ადამიანი კი ქრონიკულად შიმშილობს.

ეს სია შესაძლოა გაიზარდოს. მაგალითად, მიმდინარე ათწლეულში მოწმენი გავხდით ომების რეკორდული ზრდისა მსოფლიოს მასშტაბით. და თუ კაცობრიობაა ღმერთი, გამოდის რომ ჩვენ სულაც არ ვაკეთებთ კეთილ საქმეებს მისთვის. თვით მაღალი ტექნოლოგიების პირობებშიც კი ჩვენ კვლავ გვაქვს დანაშაული, გაყრა, რასობრივი შუღლი და მთავრობისგან სანქცირებული შიმშილი. ამიტომაც, განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ გვყავდეს ისეთი ღმერთი, რომელიც უფრო დიდი იქნებოდა ვიდრე კაცობრიობა, ღმერთი რომელსაც ექნებოდა იმისი უნარი, რომ წავეყვანეთ იმაზე შორს ვიდრე ჩვენ თავად შეგვიძლია წასვლა?

სწორედ ასეთი ღმერთია ბიბლიაში აღწერილი ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ არის სამყაროს შემოქმედი – ტრანსცენდენტური, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე არსება, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომ ყოველივე მისით არსებობს. ის ამბობს, “მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი...”1 “...რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი.”2 “მე ვარ...ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.”3

2. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომლის პირადად შემეცნებაც შესაძლებელია

ჩვენს დღეებში პოპულარულია ვიფიქროთ ღმერთზე, როგორც გარკვეული ძალის ველზე, რომელიც ყველაფერში არსებობს. მაგრამ თუნდაც ყოველივე არსებობდეს და ცოცხლობდეს ღმერთის ძალით, შესაძლოა იყოს უფრო დიდი ღმერთი ვიდრე ასეთი ღმერთია. მაგალითად, განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ გვყავდეს ღმერთი, რომელიც უფრო მეტად ემგვანებოდა მშობელს, ძმას ანდა მეგობარს? ვინმეს ისეთს, რომელსაც დაელაპარაკებოდი, გაუზიარებდი პრობლემებს, მიიღებდი წინამძღოლობას, მასთან ერთად გაივლიდი ცხოვრებას. რა არის ასეთი განსაკუთრებული ისეთ ღმერთში, რომელიც უპიროვნოა, შეუცნობია და შორეული? განსხვავებით თავისი უპიროვნო “მეტოქისა”, ბიბლიის ღმერთი შემეცნებადია და სურს რომ იყოს შეცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უხილავია, ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ მას, დავუსვათ კითხვები და მოვუსმინოთ კიდეც მას; და ის გვიპასუხებს და გაგვიწევს წინამძღოლობას ცხოვრებაში. ის ხშირად იძლევა ასეთ პასუხებსა და წინამძღოლობას თავისი სიტყვის მეშვეობით, სიტყვისა, რომელსაც ბიბლია ეწოდება და რომელსაც მრავალი უწოდებს ღმერთის სიყვარულის წერილს ჩვენდამი.

პიროვნებას შეუძლია ისეთივე ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ღმერთთან, როგორც თავისი ოჯახის რომელიმე წევრთან. ფაქტია, რომ მათ ვინც იცნობენ მას, ის ეძახის თავის შვილებს, სასძლოს, მეგობრებს. ასე რომ, ბიბლიის ღმერთი ყველაფერია, და გააჩნია პიროვნული თვისებები. ის მრისხანებს, სევდიანია, გზავნის წყალობას, სიკეთესა და მიტევებას, და საერთოდ ის მთლიანად ემოციონალური არსებაა. ის სრულად ინტელექტუალურია, გააჩნია პიროვნულობა და გონი. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია ვიცოდეთ მასზე ვიდრე მხოლოდ ფაქტები ღაღადებენ მის ბუნებაზე, ჩვენ შეგვიძლია ძალზე ახლოს ვიცნობდეთ მას, უახლოესი მეგობრის მსგავსად. “ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს...”4

3. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს ურთიერთობა ადამიანთან

ზოგიერთები ფიქრობენ ღმერთზე, როგორც ისეთ არსებაზე, რომელიც შორეული და უცხოა, დაახლოებით ასე: მან შექმნა სამყარო, შემდეგ კი წავიდა და თავისი ქმნილება თავისი თავის ანაბარა დატოვა. განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ გვყოლოდა ისეთი ღმერთი, რომელიც ჩართული იქნებოდა სამყაროს ცხოვრებაში და განსაკუთრებით კი იმაში, რაც აქ დედამიწაზე ხდება? და რაღა შეგვიძლია ვთქვათ იმ განსაკუთრებულ სიძნელეებზე, პასუხისმგებლობებზე და გამოწვევებზე, რომელთაც ვაწყდებით ჩვენ, ადამიანები? განა უკეთესი არ იქნებოდა ისეთი ღმერთი, რომელსაც შეუძლია გაიგოს ყოველივე ის, რაც ჩამოვთვალეთ; ღმერთი, რომელმაც რაღაცნაირად იცის, თუ რას ნიშნავს გაუძლო ცხოვრებას იმ მუხთალ წუთისოფელში, რომელიც მის თვალწინაა?

ბიბლიის ღმერთმა იცის, თუ რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი. იესო ქრისტე იყო არა მხოლოდ ღვთის ძე, არამედ თავად ღმერთი, რომელმაც მიიღო ადამიანური ფორმა და ადამიანური ბუნება. “დასაწყისში იყო სიტყვა [იესო], და სიტყვა [იესო] იყო ღმერთთან, და სიტყვა [იესო] იყო ღმერთი. სიტყვა ხორცი [ადამიანი] იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის...”5

ღვთის ძეზე, ბიბლია ამბობს, “იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი...”6 ის არის “...უხილავი ღვთის ხატება.”7 ის არის “ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა”8, რომელიც “გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.”9 “ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.”10 “ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი.”11

იესომ თქვა თავის თავზე, “ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა.”12 “და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.”13 “მე და მამა ერთი ვართ.”14

მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სრული ღმერთი, რაღაცნაირად იესო სრული კაციც იყო. მას შიოდა, ეძინებოდა, იოფლებოდა, ჭამდა. მას, ჩვენს მსგავსად, ყოველგვარ სიძნელესთან მოუწია შეჯახება. ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ ის ისეთი როდია, “...რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.”15

ასე, რომ ბიბლიის ღმერთი შორს არ არის და ძალიან კარგად იცის თუ რა არის ტანჯვა და ტკივილი და ისიც, რომ ეს წუთისოფელი ბოროტებაზე დგას. მან გაუძლო ცხოვრებას ისევე, როგორც ჩვენ უნდა გავუძლოთ მას. ფაქტია, რომ ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა სანამ ამ პლანეტაზე იმყოფებოდა. დაიბადა ღარიბ ოჯახში, არ იყო ფიზიკურად ძალიან მიმზიდველი, გამოსცადა და შეეჯახა ცრურწმენებსა და მტრობას, მისი არ ესმოდათ თვით ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც კი, და ყოველივე დააგვირგვინა უკანონო დევნამ.

4. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც სინამდვილეში ზრუნავს ჩვენზე

მრავალ ჩვენგანს სურს, რომ სასურველი და საყვარელი იყოს. ჩვენ გვინდა ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ლამაზ და ზედაპირულ სიტყვებს კი არ აფრქვევენ ჩვენი მიმართულებით, არამედ ნამდვილად ზრუნავენ ჩვენზე. ჩვენ გვინდა, რომ მათი ზრუნვა და მხარდაჭერა მათი ქმედებებით იყოს გამყარებული. განა იგივე არ იქნებოდა სასურველი ღმერთის მხრიდან? დაფიქრდით, განა არაჩვეულებრივი არ იქნებოდა თუ ღმერთი ასევე იზრუნებდა ჩვენზე და შემდეგ მოგვცემდა ამ სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთს?

ბიბლიის ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე. მან ეს სიტყვებით გამოთქვა. ფაქტია, რომ ბიბლია ამბობს: “ღმერთი სიყვარულია.”16 თუმცა სიტყვები ისე არ ამყარებს ზრუნვასა და მხარდაჭერას, როგორც ამას ქმედებები განაპირობებს. ამიტომაცაა, რომ ბიბლიის ღმერთი ასეთი უნიკალური და დიდებულია. მან სინამდვილეში გვაჩვენა ჩვენ თავისი ზრუნვა და სიყვარული...

“ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.”17 “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავის ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”18

ბიბლიის ღმერთი ამტკიცებს იმას, რომ სრულყოფილი და წმიდა არსებაა. “ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.”19 ამიტომაც ის მოითხოვს ისეთ ურთიერთობებს, რომელიც სუფთა და წმიდაა. სწორედ ამის გამო გამოგზავნა ღმერთმა თავისი ძე, რომ ჩვენთვის მოეცა შესაძლებლობა ღვთის წინაშე წმიდა და უმწიკვლო ცხოვრებისა. იესომ მორალურად სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა დედამიწაზე ადამიანებს შორის, რის შემდეგაც ის იქნა ნაცემი, ნაწამები შემდეგ კი ჯვარცმული და ეს იყო გარკვეული აზრით “გადასახადი” ყველა იმ მცდარი საქმეებისა და სიტყვებისათვის, რომლებიც ჩვენ ვთქვით, გავაკეთეთ ანდა ვიფიქრეთ (და რასაც “ცოდვები” ეწოდება). გარკვეული აზრით, ის მოკვდა ჩვენს ადგილზე, ჩვენი სახელით – “ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.”20 “ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება.”21

ღმერთი იმდენად ზრუნავს ჩვენზე, რომ გამოგზავნა თავისი ძე, რათა ის მომკვდარიყო ჩვენს ადგილზე, ჩვენი ცოდვებისათვის. ამ ფაქტით უკვე ნათელი ხდება, თუ რამდენად სურდა ღმერთს, რომ ახლოს ყოფილიყო ჩვენთან. მას სურდა გაეკეთებინა ის რაც საჭირო იყო... სურდა გამკლავებოდა ჩვენს ცოდვებს. და ახლა ჩვენ სრულად ვართ მიტევებულნი და შეგვიძლია დავიწყოთ სწორი ურთიერთობა ღმერთთან.

5. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც ყველაფერს სრულად აკონტროლებს (ყოვლისმპყრობელია).

ათასგვარი საშინელება, რაც ამ მსოფლიოში ხდება ამტკიცებს იმას, რომ კეთილი, ყოვლისშემძლე ღმერთი არ არსებობს, ხომ ასეა? მთლად ასე არ არის. თავად სრულყოფილი ღმერთიც შეიძლება უშვებდეს იმას, რომ რაღაც ცუდი მოხდეს ხანდახან, და ეს ცუდი წარმოადგენდეს უფრო მაღალი გეგმის რომელიმე ნაწილს. ღმერთს შეუძლია ზუსტად იცოდეს თუ რა ხდება ყველგან ყოველ დროს და მხოლოდ მას შეუძლია დაუშვას რაღაც იმდენად, რამდენადაც ეს რაღაც შეესაბამება მის დიდ გეგმას.

ბიბლიის ღმერთია ასეთი ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ არაფერი არ ხდება დედამიწაზე მისი დასტურის გარეშე. ის უზენაესია ყოველივეზე. “ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია?”22 “ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ’”23 “აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი.”24 “...უფლის გადაწყვეტილება აღსრულდება.”25

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყოველივე რაც ხდება არის ის, რაც ღმერთს მოსწონს. მაგალითად, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს თუ როგორ უნდა ილოცონ; ამ ლოცვაში ერთ-ერთი საკვანძო დებულება ასეთია: “...იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.”26 ღმერთის მორალური ნება ყოველთვის სრულდება ზეცაში, მაგრამ არა დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია უზენაესი და ყოველივეს განაგებს, მას არ მოსწონს ყოველივე რაც დედამიწაზე ხდება. მაგრამ გარკვეული მიზნისათვის, ის უშვებს ამას (მისი დამშვები ნება), შესაძლოა ეს იყოს, ჩვენი როგორც ადამიანური არსებების თავისუფალი არჩევანის ნაწილი.

ბიბლიის ღმერთს გააჩნია გეგმა, და ის არ გაჩერდება “...სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს...”27 რა არის ეს გეგმა? ღმერთის საბოლოო გეგმა ასეთია, რომ იცხოვროს ადამიანებთან ერთად სრულიად განსხვავებულ გარემო პირობებში; ისეთ პირობებში, რომელიც განსხვავდება იმ პირობებისაგან, რაც დღეს გვაქვს. და იმ სამყაროზე, რომელიც შემდეგ იქნება ჩვენი ღმერთი ამბობს, “...აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ....აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს!”28

6. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც აზრსა და მიზანს სძენს ცხოვრებას

თუ შენ კვლავ ფიქრობ რომელიმე მნიშვნელოვან ამოცანაზე ანდა პროექტზე რომელიც გაასრულე, ალბათ გაიხსენებ იმ მიზანს, რომელიც გქონდა მანამდე სანამ ყოველივეს გაასრულებდი. და საკითხავია, არის ეს ის, რაც მთელი შენი ცხოვრების მანძილზე იქნებოდა შენი მიზანსწრაფვის საგანი? შეუძლია თუ არა ღმერთს იყოს ამ ადგილას, რადგანაც მან შექმნა შენი სიცოცხლე გარკვეული მიზნით, და შეუძლია თუ არა გატაროს მან იმ გზით, რომ მიაღწიო ამ მიზანს?

ჰო, რა თქმა უნდა. ბიბლიის ღმერთს შეუძლია. ის გვპირდება, რომ შეუძლია ჩვენი ცხოვრება აზრიანი და მიზნით სავსე გახადოს. მასთან ურთიერთობის გზით, ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ “...კეთილი საქმეები, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.”29 ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე დადებითი გავლენა მოვახდინოთ სხვათა ცხოვრებაზეც. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მისი წამყვანი გეგმის ნაწილი.

ბიბლიის ღმერთი აგრეთვე იმასაც ამბობს, რომ დროდადრო მასთან ურთიერთობის მეშვეობით, მას შეუძლია ისე წარმართოს ჩვენი სვლა, რომ ვაკეთოთ ის საქმეები, რომლებიც სასიამოვნო იქნება მისთვის, და რაც იქნება ჩვენს ყველაზე საუკეთესო ინტერესში ყველა დროს. “ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.”30 ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება სრულყოფილი და საუცხოო გახდება. არა, კვლავაც იარსებებს სნეულებები, პრობლემები ცხოვრებაში, და პირადი მარცხებიც. ცხოვრება არ გახდება სრულყოფილი, მაგრამ ის გახდება გაცილებით მდიდარი და აზრიანი. ვინაიდან ღმერთის შემეცნების შემდეგია: “სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე და თავშეკავება.”31

7. ბუნება ღვთისა – ღმერთი, რომელიც გვთავაზობს ჭეშმარიტ სისავსეს

სიყვარულისა და შეწყნარების მსგავსად, მრავალ ჩვენგანს სურს იპოვოს სისავსე ცხოვრებაში. ჩანს, რომ ჩვენში არსებობს რაღაც წყურვილისა თუ შიმშილის მსგავსი, რომელიც მოითხოვს, რომ განელდეს. თუმცა მსგავსი შიმშილი – მიუხედავად ჩვენი მცდელობისა – არ კმაყოფილდება ისეთი საგნებით, როგორებიცაა ფული, ქონება, რომანტიკა, და თუნდაც სიამოვნება. ამიტომაც, განა დიდებული არ იქნებოდა, რომ არსებულიყო ღმერთი, რომელიც დააკმაყოფილებდა ამ “წყურვილს”, ღმერთი, რომლის თანყოფნასაც მოაქვს კმაყოფილი ცხოვრების მუდმივი ხარისხი?

ბიბლიის ღმერთი გვთავაზობს ისეთ სავსე ცხოვრებას, როგორიც კი შესაძლებელია ამ წუთისოფელში. იესომ თქვა, “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.”32 მან აგრეთვე თქვა, “მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.”33 ასე რომ, ბიბლიის ღმერთი გვპირდება ჩააქროს ის შინაგანი წყურვილი, რომლის ჩაქრობაც თითქოსდა არაფერს არ შეუძლია. (და ალბათ მან სწორედ ისე შეგვქმნა, რომ ყოველთვის დადგეს ასე საქმე და გაჩნდეს ზემოთხსენებული შინაგანი წყურვილი!)

იდეალური (სრულყოფილი) ღმერთი

ბიბლიის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, მხოლოდ ერთი შემოქმედი ყოველივესი. და ეს ღმერთია სრულყოფილი ღმერთი. ჩვენ არ შეგვიძლია მოვისურვოთ სხვა ღმერთის არსებობა, მაგრამ ეს რომც შეგვეძლოს, რატომ უნდა გვინდოდეს ამისი მიღწევა? ჭეშმარიტი ღმერთი უკვე არსებობს და ის არის საუკეთესო შესაძლო ღმერთი.

ეს სტატია მხოლოდ სუსტი მონახაზია იმისა, რომ წარმოვიდგინოთ თუ რას წააგავს ბიბლიის ღმერთი. თუ თქვენ გაქვთ სურვილი უფრო მეტად გამოიკვლიოთ ეს საკითხი, შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის ის ნაწილი, რომელსაც “იოანეს სახარება” ეწოდება. თუ თქვენ გულწრფელი ხართ, და თუ ბიბლიის ღმერთი მართლაც ჭეშმარიტია, განა არ ექნებოდა აზრი იმას, რომ მან თავად გამოგიცხადოთ საკუთარი თავი? ის ამბობს, “მე მიყვარს ჩემი მოყვარულნი და ჩემი მაძიებელნი მპოვებენ მე.”34 “ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.”35

განა არ გაინტერესებს თუ როგორ შეგიძლია შეიცნო ეს სრულყოფილი ღმერთი? საჭიროა იმის თქმაც, რომ ღმერთთან ურთიერთობის დაწყება დიდად ჰგავს საქორწინო ურთიერთობების დაწყებას. რადგანაც ამ ურთიერთობების დაწყებას სჭირდება ნებელობითი გადაწყვეტილება; ასევეა საქმე ღმერთთანაც, ეს არის თქვენი სიტყვიერი გადაწყვეტილება, “დიახ, მე გავაკეთებ ამას!” და თქვენი გადაწყვეტილება ცხადია, რომ გულწრფელი უნდა იყოს.

იესო ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, აღდგა მკვდრეთით სამი დღის შემდეგ, და ცოცხალია და უფალია დღევანდელ დღეს. ის ახლა გვთავაზობს ახალ ცხოვრებას თუ ჩვენ მივენდობით მას და ვირწმუნებთ, რომ ჩვენი ცოდვების მომტევებელია: “ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.”36

ღმერთი პირმოთნე არ არის. ყველა ადამიანი მის მსგავსად არის შექმნილი. ამიტომაც, მისი საუკუნო ოჯახი აღწერილია ასე, “...აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან.”37 და არანაირ ცოდვას არ შეუძლია ბარიერი გახდეს მასთან თქვენი ურთიერთობების დაწყების გზაზე. მან ცოდვებთან უკვე მოაგვარა საქმეები მაშინ, როდესაც იესო იქნა ჯვარცმული. და ახლა ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული გწამთ თუ არა ის, რომ იესო თქვენს მაგიერ მოკვდა. სულ არა აქვს მნიშვნელობა იმას, რა გაქვთ ჩადენილი წარსულში.

და თუ დაიწყეთ ურთიერთობა ღმერთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მარადიულად გაგრძელდება. და ამავე დროს ეს იმასაც ნიშნავს, რომ გაქვთ ცოცხალი და არსებითი ურთიერთობა ახლაც, ამ ცხოვრებაში; ურთიერთობა, რომელიც გაიზრდება დროის კვალობაზე. ყოველგვარი ურთიერთობის მსგავსად აქაც იქნება გამარჯვებები და ჩავარდნები, სიმაღლეები და პრობლემები, სიხარული და ტკივილი. მაგრამ თქვენ გექნებათ ურთიერთობა ღმერთთან, რომელმაც შეგქმნათ თქვენ ზუსტად ამ მიზნისათვის (რომ იცნობდეთ მას).

იგრძენით, თუ როგორ გეკიდებათ ღმერთი გულზე? იესომ თქვა, “აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.”38 თუ გსურს მიიწვიო ღმერთი შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა, გთავაზობთ ლოცვას, რომელიც დაგეხმარებათ ამ საქმეში (უმთავრესი ამ დროს გულწრფელობაა და არა ის, რა სიზუსტით იტყვით, რომელიმე ლოცვას):

ძვირფასო ღმერთო, ვაღიარებ რომ ცოდვილი ვარ. მადლობთ იმისათვის, რომ ჩემი ცოდვები საკუთარ თავზე აიღე, იესო ქრისტეს მეშვეობით ჯვარზე. მინდა, რომ მივიღო შენი მიტევება და შემოვიდე შენთან ურთიერთობაში. გთხოვ შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჩემი მხსნელი და უფალი, გთხოვ რომ იყო ჩემი ღმერთი დღეიდან და მარადიულად, და რომ მაქციო ისეთ ადამიანად, როგორიც შენ განიზრახე, რომ ვიყო.

თუ გსურს იცოდე მეტი ღმერთთან ურთიერთობაზე, იხილე სტატია ღმერთის შემეცნება პირადად. თუ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ძალიან გვსურს ვიცოდეთ ამის შესახებ. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. აგრეთვე მოგვწერეთ თუ გაქვთ რაიმე კითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ სტატიაში გახლდათ განხილული, ანდა გსურთ მეტი ინფორმაცია ღმერთის შემეცნებასთან დაკავშირებით, ანდა გსურთ დაუკავშირდეთ თქვენი კარვის ადამიანებს.

ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...

ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...

მე მაქვს შეკითხვა...

(1) ესაია 45:12
(2) ესაია 46:9
(3) გამოცხადება 1:8
(4) იოანე 17:3
(5) იოანე 1:1,14
(6) ებრაელთა 1:3
(7) კოლასელთა 1:15
(8) ესაია 9:6
(9) ფილიპელთა 2:8
(10) კოლასელთა 2:9
(11) კოლასელთა 1:16
(12) იოანე 14:9
(13) იოანე 12:45
(14) იოანე 10:30
(15) ებრაელთა 4:15
(16) 1 იოანე 4:8, 16
(17) 1 იოანე 4:9-10
(18) იოანე 3:16
(19) 1 იოანე 1:5
(20) 2 კორინთელთა 5:21
(21) ესაია 53:6
(22) იერემიას გოდება 3:37
(23) ესაია 46:10
(24) ფსალმუნები 32:11
(25) იგავები 19:21
(26) მათე 6:10
(27) იერემია 23:20
(28) გამოცხადება 21:3-5
(29) ეფესელთა 2:10
(30) იგავები 3:6
(31) გალატელთა 5:22-23
(32) იოანე 10:10
(33) იოანე 6:35
(34) იგავები 8:17
(35) მათე 7:7
(36) იოანე 6:40
(37) გამოცხადება 7:9
(38) გამოცხადება 3:20

გადააგზავნე ეს გვერდი