ჯოშ მაკდოუელისაგან
ველოდი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. მინდოდა, რომ დედამიწის ზურგზე ერთერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვყოფილიყავი. ისიც მსურდა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონოდა. ვეძებდი პასუხებს კითხვებზე:
ამაზე მეტად მსურდა, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი. მსურდა, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი კაცი ვყოფილიყავი. თავისუფლება ჩემთვის ის კი არ იყო, რომ მეკეთებინა ის, რაც მსურდა – ყველას შეუძლია ამისი კეთება. თავისუფლება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ შემეძლოს ვაკეთო ის, რაც მოვალე ვარ, რომ ვაკეთო. ადამიანების უმეტესობამ იცის ის, თუ რა უნდა აკეთონ მათ, იციან რა ევალებათ, მაგრამ არა აქვთ იმისი ძალა, რომ ასე მოიქცნენ. დავიწყე პასუხების ძიება ამ კითხვებზე.
ალბათ თითქმის ყველა ადამიანი საკუთარ თავს რომელიმე სახის რელიგიას მიაკუთვნებს, ასე რომ მოვიქეცი სრულიად ჩვეულებრივად და წავედი ეკლესიაში. როგორც ჩანს არ მოვხვდი იქ, სადაც უნდა მივსულიყავი. დავდიოდი ეკლესიაში დილით, შუადღეს და საღამოთიც, მაგრამ ეს არ მშველოდა. ძალიან პრაქტიკული ვარ, და როდესაც რაღაც არ მუშაობს, ვტოვებ მას. ასე, რომ მივატოვე რელიგია.
ამის შემდეგ გამიჩნდა აზრი: იქნებ ავტორიტეტია პასუხი ამ ძიებაზე. იყო ხელმძღვანელი, გქონდეს საყვარელი საქმე, თავი მიუძღვნა მას, იყო პოპულარული და ასე შემდეგ. იმ უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი, სტუდენტი ლიდერები, მათ განკარგულებაში არსებულ ფულს აქეთ-იქით ფანტავდნენ. ამიტომაც მივყევი ამ საქმეს და გავხდი კიდეც ლიდერი. როგორი განცდაა, როდესაც ყველა ცდილობს შენს ნაცნობობას, როდესაც იღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როდესაც ხარჯავ უნივერსიტეტის ფულს და იწვევ იმ ადამიანებს, რომლებიც გსურს რომ მოიწვიო. ეს დიდებული იყო, მაგრამ ისევე მომბეზრდა, როგორც ყოველივე ის, რაც ადრე ვცადე. ერთხელაც, როდესაც გავიღვიძე ორშაბათს (ჩვეულებისამებრ თავის ტკივილით, რაც წინა ღამის შედეგი იყო), თავში კვლავ ჩვეული აზრი მიტრიალებდა: “კიდევ შემდეგი ხუთი დღე”. და ამ ხუთ დღეს იმიტომ ვიტანდი, რომ მალე პარასკევი დადგებოდა და გართობისა და დროსტარების სამი ღამე კვლავ ჩემს განაკარგულებაში აღმოჩნდებოდა. თუმცა ორშაბათი ყოველთვის წინ იყო...
ეჭვი მქონდა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩემზე გაცილებით გულწრფელნი იყვნენ აზრის, ჭეშმარიტებისა და მიზნის ძიებაში.
ამ დროის განმავლობაში თვალში მომხვდა ადამიანების ერთი ჯგუფი --- რვა სტუდენტი და ფაკულტეტის ორი წევრი. შევამჩნიე, რომ სულ სხვანაირი იყო მათი ცხოვრება. ჩანდა, რომ მათ იცოდნენ თუ რატომ სწამდათ ის, რაც სწამდათ. და თითქოს მათთვის ისიც მკაფიო იყო თუ საით მიემართებოდა მათი ცხოვრების გზა.
ადამიანები, რომლებიც მე შევამჩნიე, მხოლოდ მორალის გამო არ ლაპარაკობდნენ სიყვარულის შესახებ – ისინი ჩართულები იყვნენ მასში. ისე ჩანდა, რომ საუნივერსიტეტო გარემოებები გავლენას არ ახდენდა მათ დამოკიდებულებებზე. მაშინ, როდესაც ყველა თითქოსდა არსებული გარემოებების ტყვე და მძევალი ხდებოდა, მათი ცხოვრება მშვიდი იყო და სავსე. ცხადად ჩანდა, რომ ისინი ფლობდნენ სიხარულის შინაგან, მუდმივ წყაროს. მათ სახეებზე ბედნიერების განცდა ირეკლებოდა. მათ ჰქონდათ ის, რაც მე არ მქონდა.
თავისუფლება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ შემეძლოს ვაკეთო ის, რაც მოვალე ვარ, რომ ვაკეთო. ადამიანების უმეტესობამ იცის ის, თუ რა უნდა აკეთონ მათ, იციან რა ევალებათ, მაგრამ არა აქვთ იმისი ძალა, რომ ასე მოიქცნენ. |
ისევე როგორც ყველას, როდესაც ვინმეს აქვს ის, რაც მე არ მაქვს, მეც მინდა რომ მქონდეს. ამიტომაც გადავწყვიტე მეგობრები გამეჩინა ამ დამაინტრიგებელ ჯგუფში. ამ გადაწყვეტილებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ, ყველა ჩვენგანი – ექვსი სტუდენტი და ფაკულტეტის ორი წევრი – მაგიდის გარშემო იჯდა სტუდენტური კავშირის ოფისში. ჩვენი საუბარი დაიწყო და საუბარი ღმერთს შეეხებოდა.
გავიდა ხანი. ვცდილობდი მღელვარება არ შემემჩნია, ბოლოს მივაჩერდი ერთ-ერთ სტუდენტს, სასიამოვნო შესახედაობის გოგონას (მანამდე მიმაჩნდა, რომ ყველა ქრისტიანი უსიამო და შეუხედავი იყო); მივეყრდენი სკამს (თან ვცდილობდი, რომ მათ არ შეემჩნიათ ჩემი დაინტერესება) და ვკითხე: “მითხარი, რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება? რატომ არის თქვენი ცხოვრება ყველასაგან განსხვავებული?”
იმ ახალგაზრდა ქალს მრავალი დამარწმუნებელი მოსაზრება უნდა ჰქონოდა. მან თვალი თვალში გამიყარა და მითხრა ის ორი სიტყვა, რომლებიც მე არასოდეს არ მომისმენია, როგორც ნაწილი რაიმე დასკვნისა უნივერსიტეტში: “იესო ქრისტემ”.
“ღვთის გულისათვის”- მივუგე “ახლიდან არ დაიწყო, რელიგია ყელში მაქვს ამოსული. ეკლესია, ბიბლია და რელიგია დიდიხანია მობეზრებული მაქვს”.
ის აფეთქდა, “ეი შენ, მე არ მითქვამს რელიგია მეთქი, მე ვთქვი იესო ქრისტე”. მან ხაზი გაუსვა იმას, რაც მე ადრე არასოდეს შემიმჩნევია: ქრისტიანობა არ არის რელიგია. რელიგია არის ის, როდესაც ადამიანები ცდილობენ თავისი კეთილი საქმეებით მოიპოვონ მისადგომი ღმერთთან; ქრისტიანობა არის ის, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანებთან იესო ქრისტეს მეშვეობით, და გვთავაზობს ურთიერთობას თავისთან.
ალბათ მრავალი ადამიანია უნივერსიტეტებში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ქრისტიანობაზე მცდარი წარმოდგენით. გარკვეული ხნის წინ შევხვდი ერთ მასწავლებელს, რომელმაც სასემინარო ლექციაზე აღნიშნა შემდეგი: “ყოველი ვინც დადის ეკლესიაში, ხდება ქრისტიანი”. თუმცა საკითხავია “განა მანქანად გადაგაქცევს შენ, ყოველდღე გარაჟში სიარული?” მე მითხრეს, რომ ქრისტიანი არის ის, ვისაც გულწრფელად სწამს ქრისტესი.
როდესაც გავეცანი ქრისტიანობას, ჩემმა ახალმა მეგობრებმა შემომთავაზეს გამომეკვლია იესოს ცხოვრება. მე აღმოვაჩინე, რომ არც ბუდას, არც მუჰამედს და არც კონფუცის არასოდეს უმტკიცებიათ, რომ ისინი ღმერთები არიან, იესო კი ამტკიცებდა. ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს მკაფიო გამეხადა ჩემთვის იესოს ღვთაებრიობა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ იესო იყო ღმერთი ადამიანის სხეულით, რომელიც მოკვდა ჯვარზე კაცობრიობის ცოდვებისათვის, და რომ ის დამარხულ იქნა, და რომ აღდგა მესამე დღეს, და რომ მას შეუძლია პიროვნების ცხოვრების შეცვლა დღეს.
მე ვფიქრობდი, რომ ეს ფარსი გახლდათ. უნდა გამოვტყდე; მიმაჩნდა რომ ქრისტიანების უმეტესობა ეკლესიაში მოსიარულე სულელები იყვნენ. რამოდენიმეს შეხვედრილი ვიყავი და ძალზე ცუდი წარმოდგენა მქონდა მათზე.
თუმცა ამ ადამიანებმა ძალიან დამაინტერესეს. ბოლოს და ბოლოს მე მივიღე მათი გამოწვევა. გვერდზე გადავდე სიამაყე, დარწმუნებული ვიყავი რა, რომ ფაქტები არ იყო მათ მხარეზე, რომ არ იყო ისეთი სიცხადე, რომლის შეფასებაც შეეძლო პიროვნებას.
როდესაც გავეცანი ქრისტიანობას, ჩემმა ახალმა მეგობრებმა შემომთავაზეს გამომეკვლია იესოს ცხოვრება. |
მრავალთვიანი სწავლის შემდეგ, ჩემი გონება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ალბათ იესო ქრისტე არის სწორედ ის, რასაც ის ამტკიცებდა თავის თავზე. ამან პრობლემები გამიჩინა. გონება კი მეუბნებოდა, რომ ეს ყოველივე სიმართლეა, მაგრამ ჩემი ნება სხვა მიმართულებით მიბიძგებდა.
მე აღმოვაჩინე, რომ გახდე ქრისტიანი ნიშნავს უარი თქვა საკუთარ პატივმოყვარეობაზე. იესო ქრისტემ სრულიად არაორაზროვნად მოითხოვა ჩემგან მივნდობოდი მას. ნება მომეცით მოვახდინო მისი პერიფრაზირება. “აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.” (გამოცხ. 3:20). მე ის კი არ მაწუხებდა დადიოდა თუ არა ქრისტე წყალზე ან გადააქცია თუ არა წყალი ღვინოდ, მე არ მინდოდა თითით საჩვენებელი ვყოფილიყავი ყველასათვის. მე არ მინდოდა დამეთმო ჩვეული სასიამოვნო წუთები. ამრიგად ამ დასკვნით ჩემი გონება მეუბნებოდა მე, რომ ქრისტიანობა მართალი იყო და რომ ჩემი ნება სხვა მიმართულებით მიექანებოდა.
სანამ ამ ენთუზიაზმით სავსე ქრისტიანებს შორის ვიყავი, კონფლიქტიც მომწიფდა. თუ კი შენ ოდესმე ყოფილხარ ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში, მაშინ როდესაც იმედგაცრუებული ხარ, გაიგებ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ შენზე. ისინი ასე ბედნიერები იყვნენ, მე კი ასეთი უსახური, ამიტომაც ვეღარ მოვითმინე წამოვხტი სკამიდან და გამოვედი გარეთ. საღამოს ათი საათი გამხდარიყო, დრო როდესაც ვიძინებდი ხოლმე. დავწექი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე დილის ოთხ საათამდე. ვიცოდი, რომ ან გონებიდან უნდა ამომეგდო ეს ან არადა შევიშლებოდი! ბოლოს და ბოლოს ჩემი გონება და გული შეერთდა და 1959 წლის 19 დეკემბერს, საღამოს 8:30 წუთზე, ჩემი უნივერსიტეტში ყოფნის მეორე წელს, ქრისტიანი გავხდი.
იმ ღამეს მე ოთხ რამეზე ვილოცე, რათა გამემყარებინა ჩემი ურთიერთობა იესო ქრისტესთან, რომელმაც იმ წუთიდან შეცვალა ჩემი ცხოვრება. პირველად წარმოვთქვი, “უფალო იესო, მადლობთ რომ ჩემთვის მოკვდი ჯვარზე.” მეორედ, “მე ვაღიარებ იმ საქმეებს ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც არ მოგწონს შენ და გთხოვ მაპატიო და გამწმიდო.” მესამედ, “სწორედ ახლა, მე ვხსნი ჩემი გულისა და ცხოვრების კარებს და გაბარებ შენ, როგორც ჩემს მხსნელსა და უფალს. შენ მიწინამძღვრე ცხოვრებაში. შემცვალე უკეთესობისაკენ, მაქციე ისეთ ადამიანად, როგორიც გსურს, რომ ვიყო.” უკანასკნელი, რაზედაც ვილოცე, შემდეგი იყო: “მადლობა იმისათვის, რომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში რწმენის მეშვეობით”. ეს იყო რწმენა, რომელიც დაფუძნებული გახლდათ არა უმეცრებაზე არამედ ისტორიისა და ღვთის სიტყვის სიცხადეზე.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მრავალი რელიგიურად განწყობილი ადამიანისათვის მოგისმენიათ, რომლებიც თავიანთ გაელვების მსგავსი მოქცევის გამოცდილებაზე ყვებიან. მაგრამ, ჩემი ლოცვის შემდეგ, არაფერიც არ მომხდარა. ნამდვილად არაფერი. და არც ახლა მაბია ფრთები. სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თავი უარესად ვიგრძენი, თითქოს მაზიდებდა. ახლა სად გაყავი თავი, ვამბობდი გულში. ვგრძნობდი, რომ თითქოსდა დასასრულისკენ გავექანე (და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული ადამიანები მართლაც ფიქრობდნენ ასე).
თუმცა ექვსი თვის შემდეგ დავინახე, რომ არანაირი დასასრულისაკენ არ დავქანებულვარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ერთხელ როდესაც ვესწრებოდი შუადასავლეთის უნივერსიტეტის ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ მოწყობილ დებატებს, ვთქვი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მან შემაწყვეტინა შეპასუხებით “მაკდოუელ, შენ რა იმას ცდილობ გვითხრა, რომ ღმერთმა მართლაც შეცვალა შენი ცხოვრება 20-ე საუკუნეში? იქნებ მოგვიყვე რა მიმართულებებით? 45 წუთის შემდეგ მან თქვა: “კარგი, ეს საკმარისია.” ნება მომეცით მოგახსენოთ ის, რაც მასა და დამსწრეებს ვუთხარი იმ დღეს.
თუმცა ექვსი თვის შემდეგ დავინახე, რომ არანაირი დასასრულისაკენ არ დავქანებულვარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. |
ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ღმერთმა შეცვალა იყო ჩემი მშფოთვარე ბუნება. მე ყოველთვის დაკავებული გახლდით. სულ დავრბოდი სტუდქალაქში და ჩემი გონება წააგავდა ატმოსფერულ წნევათა მონაცვლეობისაგან აღძრულ ქარიშხალს, რომელიც ირგვლივ მყოფ კედლებს ეხეთქებოდა. ვცდილობდი დავმჯდარიყავი და მესწავლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ქრისტეს მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რაღაცნაირი მენტალური მშვიდობა დამკვიდრდა ჩემში. ნუ გამიგებთ მცდარად. მე არ ვლაპარაკობ კონფლიქტების არარსებობაზე. რაც აღმოვაჩინე იესოსთან ურთიერთობისას იყო არა კონფლიქტების არარსებობა, არამედ უნარი მათი დაძლევისა და მე არაფერზე არ გავცვლი ამას.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც დაიწყო ჩემში გახლდათ ჩემი ცუდი ზნე. თუ ვინმე მრუდე თვალით შემომხედავდა მზად ვიყავი მაშინვე ვცემოდი მას და მუშტებით გავმასპინძლებოდი. ახლაც მატყვია კოლეჯში ჩემი ყოფნის პირველ წელს ამტყდარი ჩხუბიდან გამოყოლილი შრამები. ეს ზნე ისე მყარად იჯდა ჩემში, რომ არც მიცდია მისგან გათავისუფლება. მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, მაშინ როდესაც დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, რომ ეს ზნე უკვალოდ გამქრალიყო! 14 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ავფეთქდი (და როდესაც ჩავერთე ამ კონფლიქტში იმ დროს, მისი შედეგები დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში გამყვა!).
კიდევ არის ერთი სფერო, რომლის გამოც მე არ ვამაყობ. მაგრამ მე ვახსენებ ამას იმის გამო, რომ მრავალი ადამიანი საჭიროებს ასეთსავე ცვლილებას თავის ცხოვრებაში. მე შევძელი მეპოვა წყარო ამ ცვლილებისათვის: ეს წყაროა ურთიერთობა იესო ქრისტესთან, ხოლოს სფერო სიძულვილია. სიძულვილი მრავლად იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს არ ყოფილა თვალშისაცემი და გარეგნულად გამოხატული, ეს უფრო მეტად შინაგანი განცდა გახლდათ. მძვინვარება მიპყრობდა ხოლმე ადამიანების, საგნების და სხვადასხვა საკითხების გამო.
თუმცა ერთი კაცი ყველაზე მეტად მძულდა მთელ მსოფლიოში: ეს კაცი მამაჩემი იყო. მძულდა მისი ხასიათი, რადგანაც ლოთობდა და თავს ვერ იკავებდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ჩემი ამხანაგები ხუმრობდნენ მამაჩემზე, რომელიც ბანცალით დადიოდა ხოლმე ქალაქის ცენტრში. მათ არ ადარდებდათ ის, რომ ეს ტკივილს მაყენებდა, რომ ჩემზე იცინოდნენ. სიმწრისაგან გულ-მუცელი მეწვოდა. ისიც მახსოვს, ხანდახან როდესაც ფარდულისკენ გავიდოდი წავაწყდებოდი ხოლმე დედაჩემს, რომელიც ისე იყო ნაცემი, რომ ფეხზე წამოდგომა არ შეეძლო და ძროხების ნაკელში იყო ამოსვრილი. როდესაც მეგობრები გვეწვეოდნენ, გავიყვანდი ხოლმე მამაჩემს, მივაბავდი ფარდულზე და შემდეგ მანქანას სასილოსე ორმოსთან ვაჩერებდი. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მეგობრებისათვის გვეთქვა: ის არ არის სახლში, წასულია სადღაც. ამიტომაც არა მგონია, რომ ვინმეს ისე სძულებოდა ვინმე, როგორც მე მამაჩემი მძულდა.
მას შემდეგ რაც ქრისტე ჩემი უფალი გახდა, ის შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მისი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ არსებული სიძულვილი თანდათან გაქრა. უკვე შემეძლო თვალებში შემეხედა მამაჩემისათვის და მეთქვა, “მამა, მე შენ მიყვარხარ”. მე მართლა გულწრფელად შემეძლო ამისი გაკეთება. და მართლაც მალე მოხდა ისეთი რამ, რამაც გააოცა ის და შეცვალა.
მას შემდეგ რაც ქრისტე ჩემი უფალი გახდა, ის შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მისი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ არსებული სიძულვილი თანდათან გაქრა. |
როდესაც გადავედი კერძო უნივერსიტეტში სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვხვდი. შეხვეული კისრით მიმიყვანეს სახლში. არასოდეს დამავიწყდება მამაჩემი, რომელიც შემოვიდა ჩემთან ოთახში. შემეკითხა: “შვილო, როგორ შეგიძლია გიყვარდეს ისეთი მამა, როგორიც მე ვარ?” ვუპასუხე, “მამა, ექვსი თვის წინ მართლაც მძულდი, მაგრამ...” - და ვუამბე იმ დასკვნების შესახებ, რომლებთანაც მივედი ქრისტეს გაცნობის შემდეგ: “მამა, მე ნება დავრთე იესო ქრისტეს შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში. არ შემიძლია სრულად ავხსნა ეს, თუმცა ამ ურთიერთობის შედეგი ის არის, რომ მე საკუთარ თავში აღმოვაჩინე უნარი მიყვარდეს და მივიღო ადამიანები ისეთები, როგორებიც ისინი არიან, შენზე რომ აღარაფერი ვთქვა.”
ორმოცდახუთი წუთის შემდეგ ერთერთი უდიდესი საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მავანმა საკუთარი ოჯახიდან, მავანმა რომელიც ასე ვთქვათ თავიდან ფეხის თითებამდე მიცნობს, მითხრა, “შვილო, თუ ღმერთმა შესძლო ის გააკეთოს ჩემს ცხოვრებაში, რაც შენს ცხოვრებაში გააკეთა, მაშინ მინდა რომ მას ამისი შესაძლებლობა მივცე”. იქვე, ჩემთან ერთად, მამაჩემმა ილოცა და პატიება სთხოვა ქრისტეს თავისი ცოდვებისათვის.
ჩვეულებისამებრ ცვლილება საცნაური ხდება რამოდენიმე დღეში, კვირაში, თვეში ან სულაც წლის შემდეგ, მაგრამ მამაჩემის ცხოვრება ჩემი თვალების წინ შეიცვალა. ეს ნათურის უეცარ გაკაშკაშებას ჰგავდა. მე არც მანამდე მინახია და არც ამის შემდეგ ასეთი სწრაფი ცვლილება. მამაჩემმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოჰკიდა ხელი სასმელს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის შორს მოესროლა. ამიტომაც მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ურთიერთობა იესო ქრისტესთან ცვლის ადამიანებსა და მათ ცხოვრებას.
შენ შეგიძლია იცინო ქრისტიანობაზე. შეგიძლია მასხარად აიგდო ის, მაგრამ ის მუშაობს. ის ცვლის ადამიანების ცხოვრებას. თუ მიენდობი ქრისტეს, დააკვირდი შენს დამოკიდებულებებს და მოქმედებებს, ვინაიდან იესო ქრისტეა სწორედ ის, ვინც ცვლის ჩვენს ცხოვრებას. თუმცა ქრისტიანობა არ არის ისეთი რამ, რაც შეგიძლია ვინმეს ძალით მოახვიო თავს. ყველაფერი რაც მე შემიძლია გავაკეთო, მხოლოდ იმისი გაზიარებაა, რაც შევისწავლე. ამის შემდეგ უკვე თქვენი გადაწყვეტილებაა.
შესაძლოა ის ლოცვა დაგეხმაროთ, რომელიც მე წარმოვთქვი: “უფალო იესო, მე შენ მჭირდები. მადლობა იმისათვის, რომ ჩემთვის მოკვდი ჯვარზე. მაპატიე და განმწმიდე. მე შენ გაბარებ ჩემს თავს და გიღებ, როგორც მხსნელსა და უფალს. მაქციე ისეთად, როგორიც გინდა რომ ვიყო. ქრისტეს სახელით. ამინ.”
ჯოშ მაკდოუელი სახელგანთქმული მქადაგებელი, ავტორი და ქრისტეს ჯვაროსნული კარვის წარმომადგენელია. მას ორმოცდაათზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი, რომელთა შორისაცაა ხურო ნაზარეთიდან და ფაქტი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტილებას.
ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...
ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...